კრიმინალური სამყაროს წარმოშობის ისტორია

ფეომენი წარმოიშვა და განვითარდა ყოფილ საბჭოთა კავშირში, მისი შექმნის ადრეულ ეტაპზე. თავდაპირველად იგი ჩამოყალიბდა ე. წ. გულაგის არქიპელაგზე, საბჭოთა კავშირის საკონცენტრაციო ბანაკებში. მისი ჩამოყალიბების საფუძველი საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური თვისება — თვითორგანიზება გახდა. როგორც ცნობილია, ხსენებულ ბანაკებში აბსოლუტურად არასამართლებრივი გარემო, სრული განუკითხაობა სუფევდა. თვითგადარჩენის ძირითადი პირობა ასეთ დაწესებულებებში ძალადობა, სხვისი მორალური და ფიზიკური განადგურება გახლდათ. შედეგად, სამართლებრივი რეგულირების უმწვავესი მოთხოვნილების ფონზე, „კანონიერი ქურდი“-ს ფენომენი ჩამოყალიბდა.

შემდგომში, რადგან არც ბანაკებს გარეთ დარჩენილი საზოგადოების სამართლებრივი გარემო გამოირჩეოდა დიდი სრულყოფილებით, რამეთუ რეპრესიული ტიპის მმართველობას ეფუძნებოდა; სასამართლო და სამართალდამცავი სისტემა ორიენტირებული იყო არსებული რეჟიმის შენარჩუნებზე, ხოლო მოქალაქეთა პრობლემები ბედის ანაბარა იყო დატოვებული, მოხდა „კანონიერი ქურდი“-ს ინსტიტუტის გავრცელება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

ტერიტორიები, რომლებიც დასახლებული იყო მაღალი კულტურის ერებით, ანუ თვითორგანიზების თვისება უფრო მკვეთრად იყო გამოკვეთილი, „კანონიერი ქურდების“ კონცენტრაცია უფრო მაღალი იყო. მაგალითად, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქის თითქმის ყველა უბანს, თითქმის ყველა სოფელს, თავისი „კანონიერი ქურდი“ ჰყავდა.

„კანონიერი ქურდების“ ინსტიტუტი, როგორც თავდაპირველი იდეის მატარებელი, მუდმივად ვითარდებოდა და მწვერვალს 1980-იანი წლების დასაწყისში მიაღწია. ამ დროისათვის მან სხვადასხვა ფორმით საზოგადოების თითქმის ყველა ფენაში შეაღწია. შემდეგ თანდათან ბანალურ კრიმინალური ჯგუფის მეთაურად ტრანსფორმირდა.

Posted by kiso | at 1:06 PM

0 comments:

Post a Comment