პატარა მიმოხილვა

რამოდენიმე წლის უკან პატარა ბავშვისთვის,რომ გეკითხათ ვინ უნდა გამოსულიყო ის, როცა გაიზრდებოდა აუცილებლად გიპასუხებდათ ,რომ ,,ქურდი’’ეს ყველაზე პოპულარული იყო იმდროინდელ საქართველოში.ქურდი ე.ს ნიშნავდა კარგ მანქანას, მაგარ ბაითს , ავტორიტეტს . და მეტი რა არის სრული ბედნიერებისთვის საჭირო??!ამიტომ ყოველი მეორე ბიჭი ქურდობას აწვებოდა,აი რამდენად გამოსდიოდათ ეს კიდე საკითხავია.........ქართველებს ,როგორც ყველაფერში თავის გამოჩენა ძალიან გვიყვარს, მთელი საბჭოთა კავშირში ყველაზე მეტი ქურდები ჩვენი ქვეყნიდან იყვნენ........მათთვის შეუძლებელი არ არსებობდა, თითის ერთი გატკაცუნებით შეეძლოთ ყოველგვარი კონფლიქტისის გადაწყვეტა ,ამასთანა მათი გავლენა არცთუ იშვიათად სცდებოდა კრიმინალის ზღვარს.ქურდები თავისუფლად ერეკვეოდნენ როგორც საყოაცხოვრებო,ისე სოციალურ საკითხებში..........ანუ ეგრეთ წოდებულ მოსამართლეთა დანიშნულებას ასრულებდნენ............. ხელისუფლების ცვლილებებს რიგი ცვლილებები მოყვა. .....შესუსტდა დანაშაულებრივი სამყაროს თარეში..... ამიტომ ქურდები იძულებილი გახდნენ თავშესაფარი საქართველოს ფარგლებ გარეთ ეძებნათ........თუმცა ხელისუფლების ძლიერი კლანჭები მათ მაინც შეეხო......... შეიცვალა სტატუსიც თუ აქამდე ისნი აწერდნენ სხვას ფულს ეხალ ხელისუფლება დაიწყო მათი ფულით ჯიბის გასქელება......ამით დაუმტკიცა ,რომ ,,დრონი მეფობენ და არა მეფენი”

Posted by kiso | at 2:51 PM | 0 comments

ქურდული კანონები


ქურდებში არსებობდა მკაცრი კანონები. მათ არ უნდა ემუშავათ, არ უნდა შეექმნათ ოჯახები, უნდა ქონოდათ ტატუირები, ნასამართლობა და არ უნდა ყოფილიყვნენ კონტაკტში სამართალ დამცავ ორგანოებთან. ამჯამად ,,კანონებმა’’ცვლილებები განიცადა მაგრამ ისინი მაინც ცდილობენ დაიცვან იგი

Posted by kiso | at 12:12 AM | 0 comments


„კანონიერი ქურდები“ საკუთარ თავს „ადამიანებად“ მოიხსენიებდნენ, ამ სიტყვის ყველაზე უფრო ჰუმანისტური გაგებით.

Posted by kiso | at 11:43 PM | 0 comments

პირველი კანონიერი ქურდი

მართლაც საიდან მოდის, საიდან იწყება და სიდან იღებს სათავეს კანონიერი ქურდის ამჟამადაც მოქმედი ეგრეთწოდებული ინსტიტუტი.ვინ იყო პირველი კანონიერი ქურდი,რა ჩაიდინა მან,ვინ მიაკუთვნა ეს წოდება და ვინ შეიმუშავა ,,კანონიერი ქურდის ’’ცნობილი დაუწერელი კანონები?1731წელს ქურდულ,,სხოდნიაკზე’’რუსი ივანე ოსი პოვი,მეტსახელად ’,,ვანკა კაინი’’კანონიერ ქურდად აკურთხეს.და ეს მოხდა270წლის წინ.მან ქურდულ სალაროში წილი შეიტანა და ფიცი დადო,რომ სიცოცხლის ბოლომდე კრიმინალური სამყაროს ერთგული დარჩებოდა და ემსახურებოდა მას.იგი პირველი რუსი ეროვნების ქურდი იყო,რომელსაც ეს ტიტული მიენიჭა.ტუმცა ,,ვანკა კაინმა’’ მიცემული ფიცი გატეხა და პოლიცის სამსახურში შევიდა სადაც წარმატებით გახსნა მძიმე დანაშაული.თუმცა ბოლოს მაინც დანაშაულებრივმა ინსტიქტმა გადასძალა და დამნაშავეთა ბანდა ჩამოაყალიბა.,,ვანკა კაინის’’ ხალხი ეწეოდა რეკეტს, ძარცვავდა მდიდრებს,ვინც დაწესებულ თანხაზე უარს იტყოდა ანადგურებდა.1749წელს იგი დაიჭირეს და ჩამოახრჩვეს. საერთოდ კანონიერ ქურდს ციხის სამყაროს ელიტის წარმომადგენელს ეძახიან. მათი ფუნქციები მაფიის ნათლიმამის ფუნქციის მსგავსია.

Posted by kiso | at 1:11 PM | 0 comments

კრიმინალური სამყაროს წარმოშობის ისტორია

ფეომენი წარმოიშვა და განვითარდა ყოფილ საბჭოთა კავშირში, მისი შექმნის ადრეულ ეტაპზე. თავდაპირველად იგი ჩამოყალიბდა ე. წ. გულაგის არქიპელაგზე, საბჭოთა კავშირის საკონცენტრაციო ბანაკებში. მისი ჩამოყალიბების საფუძველი საზოგადოების ერთ-ერთი ფუნდამენტური თვისება — თვითორგანიზება გახდა. როგორც ცნობილია, ხსენებულ ბანაკებში აბსოლუტურად არასამართლებრივი გარემო, სრული განუკითხაობა სუფევდა. თვითგადარჩენის ძირითადი პირობა ასეთ დაწესებულებებში ძალადობა, სხვისი მორალური და ფიზიკური განადგურება გახლდათ. შედეგად, სამართლებრივი რეგულირების უმწვავესი მოთხოვნილების ფონზე, „კანონიერი ქურდი“-ს ფენომენი ჩამოყალიბდა.

შემდგომში, რადგან არც ბანაკებს გარეთ დარჩენილი საზოგადოების სამართლებრივი გარემო გამოირჩეოდა დიდი სრულყოფილებით, რამეთუ რეპრესიული ტიპის მმართველობას ეფუძნებოდა; სასამართლო და სამართალდამცავი სისტემა ორიენტირებული იყო არსებული რეჟიმის შენარჩუნებზე, ხოლო მოქალაქეთა პრობლემები ბედის ანაბარა იყო დატოვებული, მოხდა „კანონიერი ქურდი“-ს ინსტიტუტის გავრცელება ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე.

ტერიტორიები, რომლებიც დასახლებული იყო მაღალი კულტურის ერებით, ანუ თვითორგანიზების თვისება უფრო მკვეთრად იყო გამოკვეთილი, „კანონიერი ქურდების“ კონცენტრაცია უფრო მაღალი იყო. მაგალითად, საქართველოს თითქმის ყველა ქალაქის თითქმის ყველა უბანს, თითქმის ყველა სოფელს, თავისი „კანონიერი ქურდი“ ჰყავდა.

„კანონიერი ქურდების“ ინსტიტუტი, როგორც თავდაპირველი იდეის მატარებელი, მუდმივად ვითარდებოდა და მწვერვალს 1980-იანი წლების დასაწყისში მიაღწია. ამ დროისათვის მან სხვადასხვა ფორმით საზოგადოების თითქმის ყველა ფენაში შეაღწია. შემდეგ თანდათან ბანალურ კრიმინალური ჯგუფის მეთაურად ტრანსფორმირდა.

Posted by kiso | at 1:06 PM | 0 comments